“ამ გუნდში დიდ ხარისხს ვხედავ“ - ალონსო ლევერკუზენის მწვრთნელია
დღეს, ესპანურმა MARCA-მ გამოაცხადა, რომ ლევერკუზენის „ბაიერს“ ჩაბი ალონსო ჩაიბარებდა. სულ ცოტა ხნის წინ, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
ℹ️ #Bayer04 und Gerardo #Seoane gehen getrennte Wege. Welt- und Europameister @XabiAlonso wird neuer Cheftrainer der #Werkself.
— Bayer 04 Leverkusen (@bayer04fussball) October 5, 2022
Alle Infos ????https://t.co/afQxgZs8t1
მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ალონსოს პრეზენტაცია ხვალ, საქართველოს დროით 14:00-ზეა ჩანიშნული.
ოფიციალურ განცხადებაში წერია:
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ მწვრთნელთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო. ჩაბი უდიდესი პროფესიონალი და სტრატეგია. „ბაიერი“ მას სრულ ნდობას უცხადებს.“
რა თქვა ჩაბი ალონსომ?
„ლევერკუზენს“ გერმანიაში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ. აქ ყოველთვის დიდებული მოთამაშეები თამაშობდნენ. ამ გუნდში დიდ ხარისხს ვხედავ. მიუხედავად გუნდში არსებული რთული სიტუაციისა, ამბიციები მაინც გაგვაჩნია და ვთვლი, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ამ გამოწვევით აღფრთოვანებული ვარ.“
შეგახსენებთ, რომ ალონსო 2019 წლიდან 2022 წლამდე „რეალ სოსიედად B“-ს წვრთნიდა. მანამდე ის მადრიდის „რეალის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა. ბუნდესლიგის 8 ტურის შემდეგ „ბაიერმა“ მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გერმანელებს B ჯგუფში 3 ქულა აქვთ და პლეი-ოფში მოხვედრის შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.