საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

სრული დომინაცია და 86:0! - უმცროსმა ბორჯღალოსნება ბელგიაც გაანადგურეს

18-წლამდე მორაგბეთა შორის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელგიის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა.

„რაგბი პლატოზე“ გამართულმა შეხვედრამ თავიდან ბოლომდე უმცროსი „ბორჯღალოსნების“ კოლოსალური უპირატესობით ჩაიარა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა. ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბელგიის 18-წლამდე ნაკრები 86:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს პირველი ნახევარი 48:0 მოუგეს, მეორე ტაიმში კი ბელგიელთა ნახევარზე კიდევ 38 ქულა აიღეს.

ფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრები იქნება. პორტუგალიელებმა თავის მხრივ ესპანელებს დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული გარდასახვების სერიამ გამოავლინა, ვინაიდან მატცის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ის 9 ოქტომბერს, „რაგბი პლატოზე“ 16:15 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ამონაშვილის გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები 76:0 გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები