დანიელი ფეხბურთელები მუნდიალზე ოჯახების გარეშე გაემგზავრებიან
დანიის ფეხბურთის ფედერაციის მენეჯერმა, იაკობ იაკობ ჰოიერმა განაცხადა, რომ ნაკრების ფეხბურთელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ოჯახის წევრების გარეშე გაემგზავრებიან. ამასთან, დანიელი ფეხბურთელები მუნდიალზე, საორგანიზაციო სამუშაოებში მუშების უფლებების დარღვევაზეც გამოხატავენ პროტესტს.
რას ამბობს ჰოიერი:
არ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყატარისთვის რაიმე სახის მოგების გამომუშავებაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი მხრიდან ტურისტული აქტივობები მაქსიმალურად შევზღუდოთ. აქამდე, ფეხბურთელები ასეთ ტურნირებზე ცოლებთან და მეგობარ გოგონებთან ერთად მოგზაურობდნენ, ამჯერად კი სხვაგვარად გადავწყვიტეთ გვემოქმედა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დანიის ნაკრების ტექნიკურმა სპონსორმა, Hummelsport-მა ფორმები წარადგინა, რომლითაც დანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს. ერთ-ერთი ფორმა თავიდან-ბოლომდე შავი ფერისაა. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ჟესტით ისინი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სტადიონების მშენებლობისას დაღუპული მუშების ხსოვნას მიაგებენ პატივს.
უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის 6 ქალაქი ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ბოიკოტს უცხადებს და ისინი თავის მაცხოვრებლებს ამ ქვეყანაში გამგზავრების უფლებას არ მისცემენ.