ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი ხვიჩაზე: „მასთან გამკლავება არავის შეუძლია, თავის კოზირებს კარგად იყენებს“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. 75 წლის სპეციალისტმა საკუთარი პოზიცია „ნაპოლისა“ და „აიაქსს“ შორის გამართული მატჩის შემდეგ დააფიქსირა და „კვარა“ კიდევ ერთხელ შეაქო.

„ამ წუთისთვის, ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის წევრია, მისი გუნდი კი ყველაზე მომხიბვლელ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ნაპოლის ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებული და ამ შესანიშნავ გუნდში ხვიჩა დიდ როლს ასრულებს. არ გამკვირვებია, სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ თამაშს რომ აჩვენებს. კვარაცხელია ყოველდღიურად უმატებს და ნაპოლიში დამაჯერებლად შეაბიჯა. იგი გუნდზე თამაშობს, თანაგუნდელები კი ენდობიან. ყველაფერი მხოლოდ მასზე და მის მიერ გაწეულ სამუშაოზეა დამოკიდებული.

კვარაცხელია თავის კოზირებს, მეტოქის მოტყუების უნარსა და კარგ დარტყმას 100 პროცენტით იყენებს. მასთან გამკლავება არავის შეუძლია და ამასთან, ბევრი რამაა, რაზეც მუშაობა მისთვის პრობლემა არ იქნება. ვფიქრობ, ადაპტაცია გაიარა, თუმცა ალბათ, მისგან ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ითხოვდნენ. ხვიჩა ნაპოლის ქომაგების კუმირი უკვე გახდა და უნდა მივულოცოთ ის შედეგი, რომელიც ახლა აქვს, სამომავლოდ კი მუშაობა და მუშაობაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის კარლსონს ჰგავს, დაფრინავს!“ - რუსი კომენტატორი კვარაზე
„ის კარლსონს ჰგავს, დაფრინავს!“ - რუსი კომენტატორი კვარაზე