ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა სენსაცია“ – Fichajes.net-ის სტატია კვარაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „აიაქსი“ გაანადგურა. „პარტენოპეიმ“ 6:1 იმარჯვა და ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. „კვარამ“ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა, შეხვედრის შემდეგ კი მის ასპარეზობას ესპანური Fichajes.net-ი გამოეხმაურა.

„ნაპოლი ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდია. პარტენოპეი სერია A-ს 20 ქულით ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ნეაპოლელებს 100-პროცენტიანი შედეგი აქვთ, ლივერპულზე და აიაქსზე მაღლა არიან და ბოლო ტურში სწორედ ამსტერდამელები გაანადგურეს.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვინც სეზონის საწყის ეტაპზე ბრწყინავს, ხვიჩა კვარაცხელიაა და იგი ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა სენსაცია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ნაპოლიში რამდენიმე თვეა იმყოფება, შეტევაში უკვე გუნდის ლიდერია. მარცხენა ფლანგზე მისი მოქმედებები ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთი იარაღია.

კვარაცხელიას 11 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და აიაქსთან მოპოვებულ გამარჯვებაში გოლითა და საგოლე გადაცემით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გოლების გარდა, იგი მოედნის დასკვნით მესამედში გუნდს ბევრ სხვა რამეს სთავაზობს: დრიბლინგი, ბოლო პასი, კომბინირება თანაგუნდელებთან, მეტოქის დაცვით ბლოკში ბალანსის დარღვევა. ნაპოლის ფეხბურთელებისთვის ხვიჩა უმნიშვნელოვანესია, რათა მათ მეტოქის საჯარიმოსთან განსხვავება შექმნან.

ქართველ ფეხბურთელს ევროპულ ელიტაში ბრწყინვალე სადებიუტო სეზონი აქვს და ეჭვი არაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრამდე, იგი რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრში მოექცევა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მოედანზე 64 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებამდე რამდენიმე წამით ადრე, თავი გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ხვიჩა კარგად მოიქცა, როცა ბოდიში მოიხადა“
სპალეტი: „ხვიჩა კარგად მოიქცა, როცა ბოდიში მოიხადა“