ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვან გოგი? არა, კვარავაჯო“ - ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „აიაქსი“ ამსტერდამში „ნაპოლისთან“ 1:6 განადგურდა.

მე-9 წუთზე ამსტერდამულმა გუნდმა ანგარიში გახსნა, გოლი განელი მოჰამედ კუდუსის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ლუჩანო სპალეტის გუნდმა სამი გოლი გაიტანა. მე-18 წუთზე რასპადორიმ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ დი ლორენცომ სტუმრები წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე ზელინსკიმ შეაგდო, „აიაქსმა'' პირველი ტაიმი 1:3 დათმო.

47-ე წუთზე „აიაქსს“ რასპადორიმ გაუტანა. 63-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იმოქმედა, რასპადორისთან ბურთი გაითამაშა, მეტოქის დაცვა „დაშალა“ და ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი შეაგდო.

საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ერთგვარი კულმინაცია გამოდგა. მისი საოცარი თამაშის შემდეგ „აიაქსის“ ქომაგების ნაწილმა სტადიონი დატოვა, როცა მატჩის დასრულებამდე თითქმის ნახევარი საათი იყო დარჩენილი.

კვარაცხელიას ყველა მომენტი აიაქსთან

„ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს ასე გამოეხმაურა: „ვან გოგი? არა, კვარავაჯო“.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას გოლს ასე გამოეხმაურა: „კვარადონა“.

73-ე წუთზე „აიაქსი“ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, დუშან ტადიჩმა წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.

81-ე წუთზე „აიაქსის“ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, როცა ნიდერლანდური კლუბს ჯოვანი სიმეონემ შეუგდო.

3 ტურის შემდეგ A ჯგუფის ლიდერი „ნაპოლია“ 9 ქულით. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ლივერპული“, „რეინჯერსი“ და „აიაქსი“ დაამარცხა. მე-4 ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „აიაქსს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უზარმაზარი პოტენციალი აქვს“ - ანტონიო კასანო ხვიჩაზე
„უზარმაზარი პოტენციალი აქვს“ - ანტონიო კასანო ხვიჩაზე