მარიამ ბოლქვაძე, ეკო გორგოძე
Aa
Aa

ქართველების დუელი სლოვაკეთში - ბოლქვაძემ გორგოძე დაამარცხა

ITF-ის ეგიდით, სლოვაკეთში ტრნავის საჩოგბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართა. საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთს ორი ქართველი ჩოგბურთელი დაუპირისპირდა.

1/16-ფინალში ერთმანეთის წინაშე მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე წარსდგნენ. გამარჯვება კი ბოლქვაძეს დარჩა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2 საათი და 26 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე ვერ ბრწყინავდნენ. მაგალითად, პირველ ორ გეიმში ბრეიკი და უკუბრეიკი ვიხილეთ. საბოლოო ჯამში უკეთესი გორგოძე იყო და პირველი სეტი სწორედ მას დარჩა - 6:4

მეორე სეტი კი მთლიანად ბოლქვაძის უპირატესობით წარიმართა. მარიამმა 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ამის საპირისპიროდ ეკომ ერთი. საბოლოოდ - 6:2 ბოლქვაძის სასარგებლოდ.

მესამე სეტის საწყისი ორი გეიმი პირველი სეტის იდენტური იყო. მოთამაშეებმა საკუთარი ჩაწოდებები გაცვალეს. იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, ბოლქვაძემ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. 3:5-ის დროს გორგოძემ თავისი მოწოდება დათმო და მატჩი წააგო. საბოლოოდ მარიამის სასარგებლოდ 4:6 6:2 6:3.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
40 წლის ასაკში - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
40 წლის ასაკში - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა