„მოგვექცნენ ისე, როგორც კრიმინალებს“ - მაჰმუტოღლუ ცნობილ ინციდენტზე
„ფენერბახჩესა“ და თურქეთის ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მელიჰ მაჰმუტოღლუმ ევრობასკეტზე საქართველოსთან მომხდარ ინციდენტზე Eurohoops-თან ისაუბრა:
„აღნიშნული მატჩის შემდეგ შენგელიასთან არ გვისაუბრია. მას არაერთხელ შევხვედრივარ, გვისაუბრია, კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ როდესაც ამგვარი ფაქტის შესახებ გავიგე, შოკირებული ვიყავი. ასეთ რამეს შენგელიასგან არ ველოდი. არ ვფიქრობ, რომ პარკეტზე დაწყებული ჩხუბის გვირაბში გაგრძელება სწორია, მაშინ როცა ტრავმირებული ხარ. გაუგებარია, საქმის დერეფანში გარჩევა რატომ გადაწყვიტა. ვფიქრობ, ამისთვის სასჯელი უნდა იყოს.
სამწუხაროდ, კადრების ნახვის საშუალება არ გვქონია, ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვიცით, რაც ფურკანმა თქვა, ჩვენ მისი გვჯერა. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ისე მოგვექცნენ, როგორც კრიმინალებს.
არ ვიცი შენგელიასა და ბითაძეს რისი გაკეთება სურდათ, რა იყო მათი განზრახვა. მათი მხრიდან ჩვენზე შეტევა გაუმართლებელია.
სეზონი გრძელია, შენგელიას ისევ შევხვდებით. ვნახოთ, გაბედავს თუ არა იმის გაკეთებას, რაც საქართველოში გააკეთა.
ზოგადად, მსგავსი ფაქტები სპორტში არ უნდა ხდებოდეს, კამათი და გაუგებრობა სპორტულ არენაზე უნდა რჩებოდეს და მის მიღმა არ უნდა გაგრძელდეს“.
შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფში, საქართველო-თურქეთის მატჩის მე-4 პერიოდში დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც არბიტრმა ორივე კალათბურთელი პარკეტიდან გააძევა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანაძესა და კორკმაზს შორის არსებული გაუგებრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თურქეთის ნაკრებისა და ფილადელფიას კალათბურთელმა, ფურკან კორკმაზმა მომცდარი ინციდენტის შესახებ BaketNews-თან ისაუბრა:
თქვენ ნახეთ მოედანზე მომხდარი ინციდენტის ნაწილი. მან შეურაცხყოფა მომაყენა, რის გამოც ერთმანეთს დავუპირისპირდით. არავის ვაპატიებ ჩემთვის ასეთი სიბინძურეების თქმას. რაც მოხდა, ეს თამაშის შემადგენელი ნაწილია. მოთამაშეები ყოველთვის რაღაცას ვეუბნებით ერთმანეთს, მაგრამ რაც მან მითხრა, ეს ყოვლად დაუშვებელია. ამ ყველაფერზე ვრეაგირებ როგორც ადამიანი და არა როგორც მოთამაშე.
თურქმა კალათბურთელმა გასახდელში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დუდა სანაძესთან ერთად ფიზიკურად გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც დაუპირისპირდნენ:
როდესაც გასახდელისკენ მივდიოდი, ჩემთან ერთად სამედიცინო შტაბის წარმომადგენელიც იყო. სანამ გასახდელში შევიდოდი, დავინახე, რომ ჩვენკენ სამი კალათბურთელი და ორი დაცვის ბიჭი მორბოდა. აქ კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ორივე გუნდის მხრიდან.
შემდეგ განვითარებული ამბები კი ქუჩის ჩხუბს ჰგავდა. ეს აღარ იყო საუბარი, ან მოლაპარაკება. ეს ხალხი მოვიდა ჩვენთან და ფიზიკურად გასწორება სცადა. რა თქმა უნდა, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, გავაკეთეთ ის, რასაც ასეთ დროს მამაკაცები აკეთებენ. არ ვიცი, დაცვის წარმომადგენლები უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენდნენ, თუ თავის მოთამაშეების მიმართ ტოლერანტობა გამოიჩინეს. ფაქტია, რომ ერთმანეთს მუშტები ვურტყით, ეს იყო ქუჩური ჩხუბი.
თამაშის შემდეგ დრეს თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
სამწუხაროდ, გუშინ არაფრისგან არასახარბიელო სიტუაცია წარმოიშვა, რომლის არიდება ორივე მხრიდან იყო შესაძლებელი.
ერთის მხრივ, შეგვეძლო სხვანაირად გვემოქმედა, პროვოკაციებსა და ემოციებს არ ავყოლოდით.
თუმცა, ვიმოქმედეთ, როგორც ადამიანენმა, კაცებმა და გამოვხატეთ ჩვენი ემოცია.
როდესაც კონფლიქტი წარმოიშვება, იგი აუცილებლად მოედანზევე უნდა დარჩეს. ოპონენტი გუნდის მოთამაშე საკუთარი მეგობრების, ოჯახისა და ათასობით გულშემატკივრის წინაშე, გვირაბში გაყოლასა და იქ ჩხუბის გაგრძელებას არ უნდა გთხოვდეს.
მაშინ, როდესაც ჩვენი გასახდელისკენ მივდიოდით, პროვოკაციები გვირაბის მეორე მხრიდან კვლავ გრძელდებოდა. მოგვმართავდნენ ყველანაირი შეურაცხმყოფელი შეძახილით, ჟესტით და საჩხუბრად გვიწვევდნენ.
ამასთანავე, თურქული მედიის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა რადიკალურად განსხვავებული სურათი შექმნეს, რომელმაც ჩვენი და ჩვენი ოჯახების მიმართ აგრესია გამოიწვია.
აგრესია, რომელიც შეიცავს გამაღიზიანებელ მესიჯებსა და სასიკვდილო მუქარებს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ აღნიშნულ ინციდენტზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: