მსოფლიო ჩემპიონატი, მუნდიალი 2030
Aa
Aa

უკრაინა 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობას გეგმავს

უკრაინა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე, ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად განაცხადის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიისა და ესპანეთის ლიდერებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის, თავდაპირველად 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის შეტანას ესპანეთი და პორტუგალია აპირებდნენ და ამ ფონზე, პირინეის ნახევარკუნძულების ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილება დასაფასებელია.

ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად ოთხშაბათს, უეფას სამიტზე გამოცხადდება, FIFA-ს პასუხი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი ყატარში არის დაგეგმილი, რომელიც 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. რაც შეეხება 2030 წლის მუნდიალს, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, ან ქვეყნების ვინაობა 2024 წელს, ფიფას კონგრესზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს
რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს