ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„აიაქსს ხვიჩას შეძენა უნდოდა, ის თამაშს კარგად კითხულობს“ - შოთიმ კვარაზე ისაუბრა

„ჰალ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე ავტორიტეტულ ნიდერლანდურ გამოცემას. De Telegraaf-ს ესაუბრა და „ნაპოლისა“ „აიაქსის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ბუნებრივია, ქართველ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს და არველაძემ განაცხადა, რომ წარსულში მისი გადაბირება „აიაქსს“ სურდა.

„გასულ ზამთარში, ხვიჩა აიაქსს შესთავაზეს. დრო ძალიან მცირე იყო და ამსტერდამელებმა ჩათვალეს, რომ 15 მილიონი ევრო, რომელსაც კვარაცხელიას სანაცვლოდ ითხოვდნენ, ძალიან დიდი თანხა გახლდათ. აიაქსს უნდოდა, 9-12 მილიონი გადაეხადა, თუმცა საბოლოოდ, ნაპოლიმ იგი 10 მილიონად შეიძინა.

ხვიჩა უბრალოდ კარგი არაა. ის კლასს ღვრის. კვარაცხელია ფიზიკურად ძლიერია, ორივე ფეხს კარგად იყენებს და სრულყოფილი მოთამაშეა. მასში ყველაზე გამორჩეული ისაა, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მცირე სივრცეში ბრწყინვალედ მოქმედებს. ის მოედანზე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს და არ მახსოვს, არასწორი არჩევანი გაეკეთებინოს. ხვიჩა თამაშს ძალიან კარგად კითხულობს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 8 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დღეს, მის ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ და თბილისის დროით, 23:00-ზე, „ნაპოლი“ „აიაქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე - ილიას სამომავლო გეგმები
ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე - ილიას სამომავლო გეგმები