კავაი ლეონარდი, ჯამალ მიურეი, დემიენ ლილარდი, ბენ სიმონსი
Aa
Aa

დიდი დაბრუნებები NBA-ში - კავაიმ, სიმონსმა, მიურეიმ და ლილარდმა ითამაშეს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო ეტაპი მიმდინარეობს და გამთენიისას 5 შეხვედრა გაიმართა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პარკეტს „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ სუპერვარსკვლავი, კავაი ლეონარდი დაუბრუნდა. ლეონარდს 476 დღე არ უთამაშია და „პორტლენდის“ წინააღმდეგ 16 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

„პორტლენდისა“ და „კლიპერსის“ დაპირისპირებაში პარკეტზე დემიენ ლილარდიც ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო, გასულ რეგულარულში მხოლოდ 29 მატჩი ჩაატარა და „კლიპერსთან“ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 97:102 წააგო, 16 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა.

კალათბურთის ქომაგებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი „დენვერისა“ და „ოკლაჰომასთან“ შეხვედრაში მოხდა. „ნაგეთსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯამალ მიურეი საყვარელ საქმიანობას 539-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მიურეიმ „ოქეისისთან“ 101:112-ით წაგებულ მატჩში 10 ქულა და 2 ასისტი დააგროვა.

დაბოლოს, როგორც იქნა, „ბრუკლინის“ მაისურით ბენ სიმონსიც ვიხილეთ. მან 470 დღის შემდეგ პირველად ითამაშა, „ნეთსის“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და 6 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გააკეთა. „ბრუკლინი“ „ფილადელფიასთან“ 108:127 დამარცხდა და „სიქსერსის“ რიგებში საუკეთესო ტაირიზ მექსი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს მაგარი თამაში - ბორდომ ლავალი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
ზურიკოს მაგარი თამაში - ბორდომ ლავალი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა