ანორთოსისი
Aa
Aa

ოფიციალურად: ჩისკო ანორთოსისის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, ჩისკო მუნიოზი კვიპროსის ჩემპიონატში, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ანორთოსისის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მხარეებს შორის თავდაპირველი კონტრაქტი 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.

კლუბში ესპანელი სპეციალისტის წარდგენა და პრესკონფერენცია ოთხშაბათს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, ჩისკომ სამწვრთნელო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო და კლუბთან 2020 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 2021 წელს 42 წლის სპეციალისტმა „დინამო“ დატოვა და სამუშაოდ ინგლისის ჩემპიონშიფში, „უოტფორდში“ წავიდა და გუნდი პრემიერ ლიგაში დააწინაურა. 2021 წლის ოქტომბერში ჩისკო გუნდიდან გაათავისუფლეს, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბი „უესკა“ იყო.

აქვე გეტყვით, რომ ესპანელ მწვრთნელს პროფესიონალური კარიერის დროს თბილისის „დინამოში“ მუშაობდა და ამჟამად „ანორთოსისის“ ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას თანაგუნდელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები