ცრემლები ვერ შეიკავა - იგუაინი გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს ატირდა
ცნობილმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. „პიპიტამ“ გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია თავის ბოლო კლუბში „ინტერ მაიამიში“ გამართა და სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
როგორც გითხარით, 34 წლის ვეტერანი ბოლოს „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავდა. ამერიკული გუნდის შემადგენლობაში 2020 წლიდან დღემდე იგუაინმა 67 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 27 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვადასხვა წლების განმავლობაში არგენტინელი ფეხბურთელი „რივერ პლეიტის“, მადრიდის „რეალის“, „ნაპოლის“, „ჩელსის“, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში იგუაინმა საერთო ჯამში 707 მატჩი ჩაატარა, 333 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება სანაკრებო მონაგარს, არგენტინის ეროვნულ გუნდში „პიპიტამ“ 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 31 გოლით გამოიჩინა.