“ამას მარტო აკეთებდა“ - გუარდიოლამ მესი და ჰოლანდი შეადარა
ერლინგ ჰოლანდმა მანჩესტერული კარიერა საოცრად დაიწყო. ნორვეგიელ შემტევს 11 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი დაუგროვდა. ამას ისიც ემატება, რომ ერლინგმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა. „სიტის“ შემტევს სადებიუტო მატჩიდან 3 ჰეთ-თრიკის შესრულება 8 მატჩში შეძლო. მეორე საუკეთესო შედეგი კი მაიკლ ოუენს ეკუთვნის, რომელსაც ამისთვის 48 შეხვედრა დასჭირდა.
„ქალაქელების“ მთავარ მწვრთნელს პეპ გუარდიოლას კარიერის განმავლობაში არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია. ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, ლეო მესია. ჟურნალისტებმა ესპანელ სპეციალისტს მესის და ჰოლანდის შედარება სთხოვეს.
რა თქვა პეპმა?
"ამ მომენტისთვის ჰოლანდი საუკეთესოა.. მიუხედავად ამისა მას და მესის შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ერლინგს ამ ყველაფრის გასაკეთებლად თითოეული მისი თანაგუნდელი სჭირდება, ხოლო მესი ამას თავისით აკეთებდა.“
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 6:3 დაამარცხა. „ქალაქელების“ მხრიდან ჰეთ-თრიკებით გამოირჩნენ ერლინგ ჰოლანდი და ფილ ფოდენი. „წითელი ეშმაკების“ მხრიდან კი გოლები ანტონიმ და მარსიალმა(2) გაიტანეს.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა