კონორ მაკგრეგორი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„კონორი ბევრს სვამს, ერთხელ გათიშულმა მთვრალმა დაგვირეკა“ - ჟოზე ალდო მაკგრეგორზე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჟოზე ალდომ კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა. ალდომ საინტერესო ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ ერთხელ, კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა, როცა ირლანდიელისგან ზარი მიიღო.

„სასაცილოა, რადგან მაკგრეგორი ძალიან ბევრს სვამს. დიახ, დიახ! ეს ბიჭი ძალიან ბევრს სვამს და ალბათ, ბენზინის დალევაც უყვარს. მახსოვს, კერძო თვითმფრინავში ვიმყოფებოდით, როცა ბოლომდე მთვრალი გვირეკავდა და სიბინძურეებს გვეუბნებოდა. სასაცილო იყო, მაგრამ კარგი ადამიანია, რადგან მეორე მხარის პოზიციაც ესმის. მას სხვა მხარის მოსაზრებები ესმის, მაგრამ თავისი ხედვები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ალდოსა და მაკგრეგორის ჩხუბი 2015 წელს გაიმართა და ირლანდიელმა 13 წამში იმარჯვა. კონორთან ჩხუბამდე, ალდოს ზედიზედ 18 გამარჯვება ჰქონდა და ფავორიტი იყო, თუმცა მაკგრეგორმა საჩემპიონო ქამარი ბრწყინვალე ნოკაუტით დაისაკუთრა.

ბრაზილიელმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 21 აგვისტოს იჩხუბა და მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდა. „მანქანასთან“ წაგებული ბრძოლის შემდეგ, ალდომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მერაბმა მას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კანკავა ბრილიანტია“ - ვაისმა ჯაბაზე ისაუბრა
„კანკავა ბრილიანტია“ - ვაისმა ჯაბაზე ისაუბრა