ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

Corriere della Sera: „ხვიჩაში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც ჯერ არ აღმოუჩენიათ“

მარიო სკონჩერტი იტალიელი ჟურნალისტია, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-ს დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა.

„სერია A-ს პირველ 8 ტურში, ლეაუ და კვარაცხელია ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეები იყვნენ. კვარა ფიზიკურად სუსტი და მოქნილი ფეხბურთელია, ცრუმოძრაობებს ეძებს და მის დრიბლინგთან გამკლავება რთულია. ლეაუ გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, ხვიჩა კი უფრო კლასიკური და ტიპური გარემარბია.

კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც თითქოს უკვე გვინახავს. საუბარი ჯიჯი მერონიზე, ჯორჯ ბესტზე და მათ მემკვიდრეებზე მაქვს. ხვიჩათი ყოველთვის აღფრთოვანებული ხარ, მაგრამ კარგად იცი, ეს რა ჟანრია. ლეაუ იტალიაში მესამე წელია იმყოფება და პროგრესს განაგრძობს. კვარას რაც შეეხება, ის უფრო სწრაფია და რთულია, მისი ევოლუციის შედეგი იწინასწარმეტყველო. მასში არის რაღაც განსაკუთრებული, რომლის აღმოჩენაც ჯერ არ მომხდარა და მის აღმოჩენას იმ ფეხბურთთან შეჩვევით შეძლებს, რომელსაც ლეაუ უკვე ძალიან კარგად იცნობს“.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსთან“ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთი ავადაა, სუპერ ლიგის შექმნა საჭიროა“ - პერესი პოზიციას არ იცვლის
„ფეხბურთი ავადაა, სუპერ ლიგის შექმნა საჭიროა“ - პერესი პოზიციას არ იცვლის