ვლადიმირ ვაისი, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„კანკავა ბრილიანტია“ - ვაისმა ჯაბაზე ისაუბრა

ბრატისლავას „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ მედიასთან გუნდის გამოცდილი ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა:

„გუნდი ჯაბას გარეშე ვერ წარმომიდგენია. რა შეგვიძლია მის გარეშე, გასულ შეხვედრებში გამოჩნდა. ის ბრილიანტია ჩვენი გუნდის ნახევარდაცვაში. თუ ყველა მოთამაშე ისეთივე გულით ითამაშებს, როგორც ჯაბა კანკავა ასპარეზობს, შეგიძლია ოფისში დაჯდე და ტელევიზორს უყურო“.

2016-20 წლებში ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, გუნდის კაპიტანი კი ჯაბა კანკავა იყო.

36 წლის ჯაბა კანკავა 2021 წლის ზაფხულიდან „სლოვანისთვის“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ფორტუნა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, საერთაშორისო ტურნირებზე კი 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში
„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში