„ხვიჩა უკვე 50 მილიონი ღირს“ - ძაკარდომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა კრისტიან ძაკარდომ ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ „გაძეტასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს სწავლისა და განვითარების ძალიან დიდი სურვილი აქვს. ძაკარდო ხვიჩას ერთ-ერთ დადებით თვისებად მოკრძალებას ასახელებს, რაც ფეხბურთელს განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
„შევცდი. ვფიქრობდი, რომ ხვიჩას სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ორ წელში გახდებოდა, თუმცა ახლა ვიცი, რომ ის უკვე ღირს 50 მილიონი. მისი გადაბირებისას „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ინტუიცია და გამბედაობა გამოავლინეს.
სპალეტი ხვიჩასთვის საუკეთესო ხელმძღვანელია, ლუჩიანომ ცოტა რუსულიც იცის.
ხვიჩა ოჯახთან ძალიან ახლოსაა. ახლახან თბილისში ვიყავი, მის მშობლებს შევხვდი. ხვიჩას მამა შემტევი იყო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. ხვიჩას სწავლისა და განვითარების ძალიან დიდი სურვილი აქვს.
ხვიჩას მისი მოკრძალება დაეხმარება ყოველთვის საუკეთესო ეძიოს“.
სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მარკო არნაუტოვიჩია, მის ანგარიშზე 6 გოლია. ჩირო იმობილე, დუშან ვლაჰოვიჩი და ხვიჩა კვარაცხელია 5 გოლით მეორე პოზიციას იკავებენ.
სერია ა-ს საწყისი 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით ლიდერობენ.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსთან“ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.