18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

76:0 - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთი გაანადგურეს

საქართველოში სტარტი აიღო 18-წლამდე მორაგბეთა შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშებამ.

საქართველოს ნაკრები პირველ სათამაშო დღეს ჩეხეთის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე აბსოლუტური უპირატესობით - 76:00 დაამარცხა.

რუსთავში, „ხარების არენაზე“ გამართულმა შეხვედრამ შეხვედრამ თავიდან ბოლომდე ზურაბ ამონაშვილის გუნდის უპირატესობით ჩაიარა და მეტოქეს ქულის აღების შანსიც არ ჰქონია.

ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი 36:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 40 ქულა დაუდეს.

ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება, რომელმაც 1/4 ფინალში ნიდერლანდები 23:13 დაამარცხა. შეხვედრა 5 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სარაგბო მოედანზე გაიმართება და 16:15 საათზე დაიწყება.

1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორ შეხვედრაში ესპანეთის ასაკობრივმა გუნდმა რუმინეთი 102:0 გაანადგურა, პორტუგალიამ კი გერმანია 52:3 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს სწორედ ესპანეთისა და პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრებები შეხვდებიან.

რაგბის კავშირის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები