საშინელი ამბავი: ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე 174 ადამიანი დაიღუპა
Aa
Aa

საშინელი ამბავი: ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე 174 ადამიანი დაიღუპა

„როიტერის“ ინფორმაციით, ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩისას მომხდარ არეულობას მინიმუმ 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, 180 ადამიანი დაშავებულია.

ადგილობრივი გუნდი „არემა“ „პერსებაია სურაბაიასთან“ 2:3 დამარცხდა. მარცხის გამო მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მინდორზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ცხრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე გახდა, მინდორზე შეჭრილი პირები სტადიონის გასასვლელისკენ გაემართნენ, რამაც ჭყლეტა განაპირობა.


როგორც ადგილობრივი პოლიციის უფროსი ნიკო აფინტა აცხადებს, დაპირისპირებაში ჩართული პირები სამართალდამცავებს დაუპირისპიდნენ, პოლიციის მანქანები დააზიანეს.

ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ინდონეზიის ჩემპიონატში დაგეგმილი ყველა საფეხბურთო მატჩი გადადებულია იქამდე, ვიდრე მომხდარ ტრაგედიას არ გამოიძიებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები