25 წლის მოკრივე ნოკაუტით დამარცხდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა
Aa
Aa

25 წლის მოკრივე ნოკაუტით დამარცხდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა

კოლუმბიაში ტრაგედია დატრიალდა. სამშაბათს, 25 წლის ლუის კინონესმა ბრძოლა გამართა და ბარანკილაში ხოსე მუნიოსს დაუპირისპირდა. მე-8 რაუნდში, კინონესი ნოკაუტში აღმოჩნდა, რინგიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

„ჩემო საყვარელო ძმაო, ჩვენზე ადრე წახვედი და ახლა უფალთან იმყოფები, რომელსაც აღმერთებდი და ემსახურებოდი. ლუის, მიყვარხარ და ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები“, - განაცხადა კინონესის ძმამ, ლეონარდომ.

„კუადრილატეროს ორგანიზაცია ლუის კინონესის გარდაცვალების გამო ძალიან დამწუხრებულია. ის გამორჩეული და დისციპლინირებული ადამიანი იყო, რომელიც კრივში ყოველთვის ბოლომდე იყო ჩართული. მას კრივი ძალიან უყვარდა და მისი კუმირი ლეგენდარული ხულიო სეზარ ჩავესი გახლდათ“, - განაცხადა პრომოუტერმა, რომელმაც აღნიშნული ბრძოლის ორგანიზება მოახდინა.

კინონესი 5 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა სამშაბათსვე განაცხადეს, რომ მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული და მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად შუადღეს გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე