ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პრიზი და ხელით მოხატული ფიგურა - ხვიჩას მარადონაზე დააჯილდოვებენ

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ დამაჯერებლად მოიგო. ქართველმა გარემარბმა ხმათა 68 პროცენტი მიიღო. გამოკითხვაში სერია A-ს, სერია B-სა და სერია C-ს ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს „მარადონაზე“ „ტორინოსთან“ მატჩამდე დააჯილდოვებენ. ხვიჩა პრიზთან ერთად ხელით მოხატულ პატარა ქანდაკებას მიიღებს, რომლის ავტორი სიმონე ტრიბუიანია.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. სერია ა-ს ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია ა-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. თამაში პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე