ხვიჩა კვარაცხელია, კლაუდიო სალა
Aa
Aa

„სრულყოფილი ფეხბურთელია“ - კლაუდიო სალა კვარაცხელიაზე

„ნაპოლისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო სალამ ilmattino-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლის'' შემადგენლობიდან ყველაზე გამორჩეული მოთამაშეები ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი არიან.

„კვარაცხელია კარგია შეტევებისა და კონტრშეტევების დროს. ფაქტობრივად, არავინ იცის, ცაციაა თუ მისი მთავარი სათამაშო ფეხი მარჯვენაა. ის ყოველთვის კარს უყურებს და იცის როგორ დაარტყას. სრულყოფილი ფეხბურთელია და შეუძლია სკუდეტოს მოგებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს“.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია ა-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. თამაში პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე