ხვიჩა კვარაცხელია, ივან იურიჩი
Aa
Aa

„უპირველესად, კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ“ - ტორინოს მწვრთნელი ხვიჩაზე

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ნაპოლისთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ხორვატი აღნიშნავს, რომ მისი ფეხბურთელების უპირველესი ამოცანა ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაა.

„ბიჭებო, გთხოვთ, უპირველესად ხვიჩა კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ“ - „ტორინოს'' მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Areanapoli-ს ვებგვერდი Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია ა-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. თამაში პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი ხვიჩაზე: „მისი სატრანსფერო ფასი შესაძლოა 100 მილიონი ევრო გახდეს“
სიომინი ხვიჩაზე: „მისი სატრანსფერო ფასი შესაძლოა 100 მილიონი ევრო გახდეს“