ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თავი უნდა აწიოს და პასი გააკეთოს“ - მაროლდამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ Televomero-ს ეთერში, გადაცემა Giochiamo d’anticipo-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, კვარაცხელია მუდმივად დრიბლინგის შესრულებას არ უნდა ცდილობდეს, გარკვეულ ეპიზოდებში პასი უნდა შეასრულოს.

„კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი გახდება, როცა გაიაზრებს, რომ პირველი დრიბლინგის შესრულების შემდეგ პასის გაკეთება შეუძლია. მეტოქის ერთი ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ მეორე და მესამე მოთამაშის მოტყუება ძალიან რთულია. ასეთ შემთხვევაში მან თავი უნდა აწიოს და პასი შეასრულოს“.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია ა-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. თამაში პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, როგორც სუპერგმირი - ნაპოლი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს
კვარაცხელია, როგორც სუპერგმირი - ნაპოლი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს