გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

ტოპ 5 სეივი სექტემბერში - მაკარიძის აღიარება ესპანეთში

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის სექტემბრის თვის საუკეთესო 5 სეივიდან 2 გიორგი მაკარიძის აქტივშია. 32 წლის გამოცდილმა მეკარემ „პონფერადინას“ რიგებში სადებიუტო მატჩი „ალბასეტესთან“ ჩაატარა და აღნიშნული ორი „სეივი“ ამ მატჩში შეასრულა.

პირველ ეპიზოდში ქართველმა მეკარემ მასთან პირისპირ გასულ შემტევს აუღო, მეორე მომენტში კი მეტოქემ ახლო მანძილიდან თავით დაურტყა, „პონფერადინას“ მეკარე ამ ეპიზოდშიც დამაჯერებელი იყო. პირველი ეპიზოდის „სეივი“  მე-5 ადგილზე გავიდა, მეორე მოგერიებული ბურთი კი - მეორე პოზიციაზეა.


გიორგი მაკარიძემ „პონფერადინას“ რიგებში ლა ლიგა 2-ის ბოლო ორ მატჩში სასტარტოში ითამაშა. „ალბასეტესთან“ კარი მშრალად შეინახა, „ტენერიფესთან“ შეხვედრაში 2 გოლი გაუშვა (2:2).

შეგახსენებთ, მაკარიძემ გასული ორი სეზონი „ალმერიაში“ გაატარა, „პონფერადინას“ მიმდინარე სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ: „ძლიერი გუნდი გვყავს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“
ბუდუ: „ძლიერი გუნდი გვყავს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“