ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი ხვიჩაზე: „მისი სატრანსფერო ფასი შესაძლოა 100 მილიონი ევრო გახდეს“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა „კვარა“ შეაქო და განაცხადა, რომ უშუალოდ ნიჭის კუთხით, იგი ანდრეი არშავინს შეედრება.

„ხვიჩა ნიჭით არშავინს შეედრება. ფეხბურთის ასეთი ოსტატები თითზე ჩამოსათვლელი არიან. კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შესაძლოა, 100 მილიონი ევროც გახდეს. მთავარია, მისი პროგრესი უწყვეტი იყოს.

ამასთან, საჭიროა, გუნდის ლიდერის როლსაც გაუმკლავდეს, რაც ყველას ნამდვილად არ გამოსდის. ერთია, როცა რამდენჯერმე გაიბრწყინე და ყველა გააოცე და მეორეა, როცა გულშემატკივრები შენგან ყოველთვის მაღალი დონის თამაშს ითხოვენ. მოლოდინები უნდა გაამართლო და ეს ძნელია“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A წარმატებით დაიწყო. „კვარამ“ 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სანაკრებო დონეს რაც შეეხება, „ჯვაროსნების“ მაისურით, ხვიჩამ ერთა ლიგაზე მონაწილეობა 6 დაპირისპირებაში მიიღო და 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეგენდარული რაფაელ ჩიმიშკიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
ლეგენდარული რაფაელ ჩიმიშკიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს