ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzeta კვარაზე: სწორედ ისაა, ვინც სერია A-ს ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება

ცნობილი იტალიური გამოცება, La Gazzeta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და წერს, რომ 21 წლის ფეხბუთელი სწორედ ის ფიგურაა, რომელიც სერია A-ს ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება.

რა წერია სტატიაში:

ქართველი შემტევი სწორედ ისაა, ვინც სერია A-ს ძველი დიდების დასაბრუნებლად და სხვა ლიგებთან გათანაბრებისთვის სჭირდება. შემთხვევითი არაა, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზეც დაფრინავს. კვარაცხელია არაპროგნოზირებადი, მხიარული მოთამაშეა, რომელიც გამოირჩევა შეტევის ვერტიკალური და ამავდროულად, მოძრავი ხერხით. შეუძლია დრიბლინგი, ცრუ მოძრაობები, კაცის მოტყუება და ა.შ. ამ დროს მისი გაჩერება რთულია. ალბათ ყველაზე სწორია, რომ არ აიძულო ბურთის მოპოვება და შემდეგ გოლისკენ გაქცევა. თუ ასე გააგრძელებს გვჯერა, რომ „ნაპოლის“ თამაშის ხარისხი არ შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად პირველ ადგილს იკავებს.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, როგორც სუპერგმირი - ნაპოლი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს
კვარაცხელია, როგორც სუპერგმირი - ნაპოლი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს