„გლოვის ფერი“ - დანიის ნაკრებმა მუნდიალის ფორმები წარადგინა
დანიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფორმები წარადგინა. დანიელების ტექნიკური სპონსორის, Hummelsport-ის განცხადებით, მესამე ფორმა, რომელიც თავიდან ბოლომდე შავ ფერებში იქნება შეკერილი, ყატარში, სტადიონების მშენებლობაზე დაღუპული მუშაკების ხსოვნას მიაგებს პატივს.
რა წერია განცხადებაში:
შავი გლოვის ფერი იქნება. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეს დანიის ნაკრების მესამე ფორმაა. იმის მიუხედავად, რომ დანიის ეროვნულ გუნდს მხარს ბოლომდე ვუჭერთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ტურნირზე მომუშავე ათასობით ადამიანის სიცოცხლე, რომელიც სტადიონების მშენებლობას შეეწირა. ჩვენ მათაც ვუჭერთ მხარს. ამით გვინდა, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია ყატარში დატრიალებულ მოვლენებზე, ადამიანის უფლებების შესახებ და მიგრანტ მუშაკთა მისამართით არასათანადო მოპყრობაზე, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონები ააშენეს.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ 2010 წლიდან, რაც ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად ოფიციალურად გამოცხადდა, მოსამზადებელ სამუშაოებს და მშენებლობებს 10 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.