კარლო ანჩელოტი, მსოფლიო ჩემპიონატი 2022
Aa
Aa

კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

63 წლის სპეციალისტის ხედვით, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ექნება.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ვფიქრობ, ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებებს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, შემდეგ კი მგონია, რომ ფავორიტი არგენტინის ნაკრები იქნება.

ლიონელ სკალონის გუნდი უმაღლეს დონეს დაუბრუნდა და ამასთან, მათ მესი ჰყავთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ესპანეთი, რომელსაც ახალგაზრდა, ძლიერი გუნდი ჰყავს.

ასევე, ინგლისი და გერმანია. ამ გუნდებში განახლების პროცესი მიმდინარეობს და ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდი ენთუზიაზმით თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 20 ნოემბერს დაიწყება, ფინალური მატჩი კი 18 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი რონალდუ იქნება - მესი მეორეა, ნეიმარი - მესამე
მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი რონალდუ იქნება - მესი მეორეა, ნეიმარი - მესამე