ისტორიაში პირველად - სერია ა-ს მატჩს ქალი არბიტრი გაუძღვება
თანამედროვე ფეხბურთში ნელ-ნელა მნიშვნელოვან მატჩებს ქალი არბიტრები უძღვებიან. მაგალითად, 2 ოქტომბერს, „სასუოლოს“ და „სალერნიტანას“ დაპირისპირებას მარია სოლე ფერიერი იმსაჯებს.
იტალიის სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტმა ალფრედო ტრენტალანჯმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ტრენტალაჯმა?
„ეს არ არის ჩვეულებრივი დღე და მე აღფრთოვანებული ვარ. მარიას სერია ა-ში დებიუტი ექნება. ეს „აიას“ პროექტის ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა. ფერეირის 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობის გამოცდილება აქვს და მოუთმენლად ველით ამ ისტორიულ დღეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უეფა-ს და ფიფა-ს, რომ ამის ნებართვა დაგვრთო. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რობერტო როსეტის. ვფიქრობ, მარიამ ეს ყველაფერი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დაიმსახურა.“
ცნობისთვის, მარია სალოე ფერეირი აქამდე სერია ბ-ს და სერია ც-ს მატჩებს უძღვებოდა. ასევე ერთხელ, კოპა იტალიაზე „მონცას“ და „უდინეზეს“ დაპირისპირება იმსაჯა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს.