ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriele dello Sport: კვარა სუფთა ხელოვნებაა, მოედანზე ქუჩაში მორბენალი ბავშვივით მხიარულია

ცნობილი იტალიური სააგენტო, Corriele dello Sport-ი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესზე წერს.

სააგენტოს ჟურნალისტი ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, თუმცა იტალიის ჩემპიონატში დებიუტის დღიდან მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სტატიის ავტორი ხვიჩას ლორენცო ინსინიესაც ადარებს და აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა ნეაპოლიტანელების შეტევებს უფრო დიდი მუხტი შემატა, ვიდრე ინსინიეს დროს იყო.

რა წერია სტატიაში:

კვარა ინსინიესგან განსხვავდება. მართალია, ის მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშობს, თუმცა აქვს ბევრი მახასიათებელი და „ნაპოლის“ შეტევაში სხვა რამ შემოიტანა - სუფთა ჰაერი, რაღაც ახალი... კრიტიკოსებისგან წამოსული სკეპტიციზმი ფუჭი გახდა, იგი იტალიაში იგივე დრიბლინგებით გამოირჩევა, როგორიც რუსეთში, ან საქართველოში ჰქონდა. მან ეს ყველაფერი „მილანისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ განახორციელა. კვარაცხელიას მოყვანა სპალეტის გუნდისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. რამდენიმე კვირიან მონაკვეთში ერთი-მეორეზე უკეთესი თამაში და პიკი „ლივერპულთან“, როდესაც მან ალექსანდრ-არნოლდი პანიკაში ჩააგდო და სიმეონეს გაატანინა. მან გიგანტების წინააღმდეგ გიგანტივით ითამაშა. კვარა სუფთა ხელოვნებაა, ქუჩაში მყოფი ბავშვივით მხიარულია, მის შესაჩერებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, რაც პენალტებით, ან ყვითელი ბარათებით სრულდება. მილანში მან გოლის გარეშე გადაწყვიტა თამაშის ბედი. კვარამ უკვე დაჯავშნა ჩემპიონთა ლიგაზე ჯადოსნური ღამეები პირველი გოლის მოლოდინში. უნდა ითქვას, რომ სერია A-ს ზაფხულის მთავარი გამოწვევა ნამდვილ ჰიტად იქცა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად პირველ ადგილს იკავებს.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის არა მხოლოდ ნაპოლის, არამედ საქართველოსაც მიათრევს“ - რუსეთში კვარას ვერ ივიწყებენ
„ის არა მხოლოდ ნაპოლის, არამედ საქართველოსაც მიათრევს“ - რუსეთში კვარას ვერ ივიწყებენ