„ეს ლოგიკური იყო“ - Corriere dello Sport-ი კვარას ფასის გაზრდაზე
Transfermark-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასის მომატებას იტალიური მედია ეხმაურება.
Corriere dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლიში“ მისი კარგი თამაშის შემდეგ სატრანსფერო ღირებულების მომატება ლოგიკური იყო.
რას წერია სტატიაში:
ქართველი შემტევი ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ, ბოლო ორი თვის განმავლობაში სცენაზე მუდმივად დომინირებს. მან მაშინვე მიიქცია ყურადღება ჩემპიონატში გატანილი 4 გოლით და ჩემპიონთა ლიგაზე ორი უმაღლესი დონის თამაშით. „ლივერპულთან“ და გლაზგოს „რეინჯერსთან“ მას უმაღლესი დონის თამაში ჰქონდა. იტალიაში ჩასვლის შემდეგ, კლუბის თამაშზე მისი გავლენა იმდენად გაიზარდა, რომ ეს მომენტალურად აისახა სატრანსფერო ღირებულებაზე. Transfermarkt-მა მისი ფასი თითქმის სამჯერ გაზარდა - 10 მილიონიდან 35 მილიონ ევრომდე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად პირველ ადგილს იკავებს.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.