„საოცარი კვარაცხელია“ - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩა შეაქო
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმერიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. პალმერი Radio Napoli Centrale-ს სტუმარი გახლდათ და „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა გაიხსენა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 2:1 მოიგო.
„კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში საოცარი იყო. ნახეთ, მილანთან მატჩში მისი თამაში რა ქულით შეაფასეს? მას მხოლოდ 7 დაუწერეს. არადა, ყველაფერი რელევანტური, რაც ნაპოლიმ შექმნა, მისი გავლით მოხდა და სპალეტიმ უფრო მეტი იცის, ვიდრე ჩვენ“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A წარმატებით დაიწყო. „კვარამ“ 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
სანაკრებო დონეს რაც შეეხება, „ჯვაროსნების“ მაისურით, ხვიჩამ ერთა ლიგაზე მონაწილეობა 6 დაპირისპირებაში მიიღო და 5 გოლი გაიტანა.