მსოფლიოს საუკეთესო ტალანტთა შორის - The Guardian-მა პარკაძე გამოარჩია
მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიის 17 წლის ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ვერსიით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 გამორჩეულ ტალანს შორის მოხდა.
ჟურნალისტი, არტურ პეტროსიანი გამოცემის ვებ-გვერდზე ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობების შესახებ წერს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
რა წერია The Guardian-ის სტატიაში:
რთული სათქმელია რამ მიიპყრო მისი ყურადღება, გერმანიის 17-წლამდე ნაკრებთან მისმა სოლიდურმა თამაშმა, თუ ჩეხეთის 17-წლამდე გუნდთან გამარჯვების გოლმა, რომელიც მან 16 წლის ასაკში გაიტანა. ფაქტია, პარკაძე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ის მრავალფუნქციურია, აქვს ბევრი გამორჩეული უნარი - თანაბრად კარგად თამაშობს როგორც 8 და 10 ნომერზე, ასევე ფლანგზე. როდესაც მის თამაშს შეხედავთ, დაინახავთ, რომ დრიბლინგით ბურთს კარგად ატარებს, წინ მიაქვს და მცველებს მარტივად და ხალისიანად ცდება. ასევე, შეუძლია საკვანძო პასის გაკეთება და ორივე ფეხით დარტყმა. საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში მისი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა, „ბაიერნის“ კემპის დირექტორმა კი თქვა: „ჩვენი სკაუტები მას თვალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადევნებდნენ და ლუკამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
ცნობისთვის, ლუკა პარკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2 შეხვედრაც აქვს ჩატარებული. მიმდინარე წლის ზაფხულში 17 წლის ფეხბურთელით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა და საბოლოოდ, „რეკორდმეისტერმა“ ლუკას ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანა. ახალგაზრდა ნახევარმცველი ახლა გერმანული კლუბის აკადემიაში ირიცხება.