ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იგესლება როგორც ფუტკარი, დაფარფატებს როგორც პეპელა“ - Libero ხვიჩაზე წერს

ცნობილი იტალიური გაზეთი, Libero თავის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. Libero საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს ეხმაურება, „კვარას“ ასპარეზობაზე საუბრობს და 21 წლის შემტევს აქებს.

„როცა კვარაცხელია ბურთს ეხება, მთელი საქართველო ჩერდება. კვარას ალბათ ძალიან ძლიერი მხრები აქვს ან შეიძლება, საერთოდაც უგონო მდგომარეობაში იმყოფება, რადგან 21 წლის ასაკში, ორი საფეხბურთო ერისგან წამოსული წნეხი და მასთან გამკლავება შესაძლოა, დამთრგუნველი იყოს. ამის ნაცვლად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხვიჩას მუჰამედ ალის გაკვეთილები თანდაყოლილად აქვს და მოედანზე დაფარფატებს როგორც პეპელა და იგესლება როგორც ფუტკარი. სპორტში, რომელსაც უფრო და უფრო მეტად მეთაურები და სათამაშო ჯარისკაცები ქმნიან, კვარა ყველანაირ შაბლონს არღვევს.

ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშიც ძალიან ძლიერია და ამ მომენტში, მისი ხალხის ენთუზიაზმი ძალიან სწრაფად იზრდება. ამაზე ერთი ფაქტი მეტყველებს. 55 ათასი ბილეთი წამში გაიყიდა, რათა თბილისში მისი თამაშის ნახვა შესაძლებელი ყოფილიყო. მან გულშემატკივრებს მადლობა საქართველოს ნაკრების წარმატებამდე მიყვანითა და B ლიგაში გადაყვანით გადაუხადა. არაფერია თუ ნაპოლი და კვარა ტიტულებს ვერ მოიგებენ. ისინი იმ ფეხბურთს წარმოადგენენ, რომელიც ემოციებსა და გრძნობებზეა დაფუძნებული და რომელიც თითქმის გადაშენებულია“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა და ხვიჩას ღირებულება 35 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ედსონ ბარბოზა ბრძოლას ჩაეხსნა - თოფურია აპირებს მაინც იჩხუბოს
ედსონ ბარბოზა ბრძოლას ჩაეხსნა - თოფურია აპირებს მაინც იჩხუბოს