ედსონ ბარბოზა ბრძოლას ჩაეხსნა - თოფურია აპირებს მაინც იჩხუბოს
UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლა 29 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა გაემართა. რამდენიმე საათის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.
Mmmafighting-ის ცნობით, ბარბოზამ მუხლი დაიზიანა და ტრავმის გამო, ოპერაციის გაკეთება მოუწია. ესპანელი ჟურნალისტის, კარლოს კონტრერას ლეგასპის მიხედვით, „ელ მატადორი“ აპირებს, 29 ოქტომბერს მაინც იჩხუბოს და ედსონის შემცვლელს ეძებს.
Edson Barboza injured, out of UFC Vegas 63 fight with Ilia Topuria (@guicruzzz) https://t.co/GfStQjy6di pic.twitter.com/edPgN35OUy
— MMAFighting.com (@MMAFighting) September 28, 2022
შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. ილიამ ბოლოს ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ბრიტანელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იგი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-14 ადგილზე დამკვიდრდა, ბარბოზა კი მე-13 გახლავთ.
გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით არ იწერება, ბარბოზას შემცვლელი ვინ იქნება. ღონისძიებამდე ერთი თვეა დარჩენილი და სოციალურ ქსელებში პედი პიმბლეტის კანდიდატურა გააჟღერეს, რომელთანაც „ელ მატადორს“ პირადი დაპირისპირება აქვს.