ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ისტორიები სუპერგმირების შესახებ" - ბიანჩინი ხვიჩაზე და მინ-ჯაეზე

რომში გამართულ საფეხბურთო სოციალურ სამიტზე, „ნაპოლის“ საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ტომაზო ბიანჩინიმ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან და კიმ მინ-ჯაესთან ერთად ძალიან წინ წავა.

რა თქვა ბიანჩინიმ?

ჩვენ გვაქვს ტოპ-კლუბის მოდელი, რომელსაც სურს გაუმკლავდეს ბაზარს და რომელსაც ყოველთვის აქვს სურვილი გაზარდოს საინვესტიციო ბრუნვა. მარტივად შემიძლია „ნაპოლის“ მაგალითზე საუბარი.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ 11 სუპერგმირი გვყავს. თითოეულ მათგანს თავისი ნიშან მახასიათებლები აქვთ. მაგალითად კვარაცხელია და კიმი. ორივე ფეხბურთელი საკუთარ ქვეყანაში ვარსკვლავია. სამხრეთ კორეა და საქართველო. ასეთი დეტალებით განსხვავებული პროდუქტის შექმნა არის შესაძლებელი.

საქართველოში კვარაცხელიას პროდუქტის გამოსაყენებლად წავედით. ჩვენ ხვიჩაში და საქართველოში დიდ ინვესტიციებს ვდებთ. შევქმენით ისტორიები სუპერგმირების შესახებ, რომლებიც ქმნიან გუნდებს და შემდეგ სერია ა-ს.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა სერია ა წარმატებით დაიწყო, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ასევე გეტყვით, სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: “ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა“
ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: “ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა“