ხვიჩა კვარაცხელია, ჯუზეპე ბერგომი
Aa
Aa

ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: “ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა“

ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგაც გაიბრწყინა. „ნაპოლის“ შემტევმა თავისი ელეგანტური მოძრაობებით მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს თავბრუ დაახვია და პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად თავად ხვიჩამ აქცია.

აღნიშნულ დაპირისპირებას „ინტერის“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუზეპე ბერგომი ადევნებდა თვალს, რომელიც ახლა Sky Sports-ის კომენტატორი გახლავთ.

ჯუზეპემ მატჩის მიმდინარეობისას შემდეგი რამ თქვა:

„კვარაცხელია დრიბლინგს აკეთებს და ასეთი ფეხბურთელი დარტყმისთვის ყოველთვის მზად არის. ის აკეთებს ცრუ მოძრაობებს და გამოიმუშავებს პენალტებს. მან იცის, რომ ეს აუცილებლად მოხდება. იგივე დაფიქსირდა „მილანთან“ მატჩისას. კვარაცხელიას ფლანგის ორივე მხარეს შეუძლია თამაში. წარმატებით იყენებს ორივე ფეხს და ძალიან ძლიერი მოთამაშეა.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა სერია ა წარმატებით დაიწყო, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ასევე გეტყვით, სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: “ნეაპოლში ბედნიერი ვბრუნდები“
ხვიჩა: “ნეაპოლში ბედნიერი ვბრუნდები“