მსოფლიო თასი - ტურნირზე ევროპიდან მხოლოდ საქართველო იასპარეზებს
Aa
Aa

მსოფლიო თასი - ტურნირზე ევროპიდან მხოლოდ საქართველო იასპარეზებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე გამოვა.

2022 წლის სეზონის შემაჯამებელ პრესტიჟულ გუნდურ შეჯიბრებას 10-11 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი კორალვილი უმასპინძლებს.

კონკურენციაში მხოლოდ 6 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება. მონაწილეთა ვინაობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გუნდური შედეგებით გაირკვა.

ევროპის ქვეყნებიდან მსოფლიოს თასზე ჭიდაობის უფლება მხოლოდ საქართველომ მოიპოვა. საქართველოს ნაკრების გარდა, მსოფლიოს თასზე გამოვლენ: აშშ, ირანი, იაპონია და მონღოლეთი.

 მათ ერთ გუნდად დაემატებათ ხუთეულს მიღმა დარჩენილი გუნდების ბაზაზე დაკომპლექტებული მსოფლიოს ნაკრები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ეწვია