ვილი სანიოლი
Aa
Aa

„უნდა გაიაზრონ, რომ ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯონ“ - სანიოლი ფეხბურთელებზე

ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა დასკვნითი, მე-6 შეხვედრა სტუმრად გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1:2).

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

„ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მინდორზე თამაში რთული იქნებოდა. ვიცოდით, რომ ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული გვქონდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში გავაკეთეთ ცვლილებები. ვინც შეცვლაზე შემოვიდა, ვერ გააკეთეს ის, რასაც მათგან ველოდი. ფაქტია, რომ მოთამაშეებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუნდაც 5 წუთი იყვნენ მოედანზე, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ და დისციპლინა დაიცვან.

საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს 16 ქულა, ჩვენ ვართ ყველა ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება უნდა ვისწავლოთ.

რაც შეეხება ლორიას, მან მუხლი იტკინა და ამის გამო ცვლილება განვახორციელეთ. სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვფიქრობ, ტრავმა საშიში არ უნდა იყოს. მან პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. იმედია მაქვს, რომ ნოემბრისთვის კარგად იქნება. 

თამაშის ბოლოს მართლაც გავბრაზდი. ვიგულისხმე კონკრეტული მოთამაშე, მაგრამ მის ვინაობას არ გეტყვით“.

სანიოლის გუნდმა 6 ტურის შემდეგ 5 მოგებით და 1 ფრით სატურნირო ცხრილში 16 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, რაც ოთხივე ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელია.

დიმა შარიქაძე გიბრალტარიდან კრისტასპორტისთვის

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა