ერთა ლიგა, გიბრალტარი, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

L`EQUIPE: “ქართველებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს“

ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გაიტანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა გავლენიანმა გამოცემა L’EQUIPE-მ საქართველოს ნაკრებზე დაწერა.

რას წერს L’EQUIPE?

„საქართველოს ნაკრებს B ლიგაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ვილი სანიოლმა და საქართველომ C ლიგა მაინც გამარჯვებით დაასრულა. ანგარიში ბრწყინვალე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, იქამდე, სანამ გიორგი წიტაიშვილი გიბრალტარს გატეხავდა. 18 შესაძლო ქულიდან 16 ქულით ქართველებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. საქართველომ 16 ქულით პირველი ადგილი არამარტო საკუთარ ჯგუფში, არამედ მთლიანად C ლიგაში დაიკავა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში „ჯვაროსნები“ საქართველოში ითამაშებენ. თუ ვინ იქნება „ჩვენებურების“ მეტოქე ამას საბერძნეთისა და ჩრდ.ირლანდიის დაპირისპირება გაარკვევს.

ცნობისთვის, თუ საბერძნეთი მინიმუმ 1 ქულას აიღებს, საქართველოში ყაზახეთი ჩამოვა, ხოლო თუ ჩრდ.ირლანდია საბერძნეთს მოუგებს, ასეთ შემთხვევაში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრების მოწინააღმდეგე ევრო 2004-ის გამარჯვებული იქნება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა