ლიონი, დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ხმა მიეცი ნინიაშვილს! - გამოავლინე Top 14-ის ტურის საუკეთესო მორაგბე

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ მორაგბეს, დავით ნინიაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება.

საქმე იმაშია, რომ Top 14-ის გასულ ტურში 20 წლის უკანახაზელმა ფენომენალური თამაში აჩვენა. ნინიაშვილმა „სტად ფრანცეს“ წინააღმდეგ ორი ლელო დადო და ერთ-ერთ ეპიზოდში 55 მეტრის დისტანციიდან შეასრულა საჯარიმო ზუსტად.

ნინიაშვილის ლელოები:

ნინიაშვილის საჯარიმო:

ტურის დასრულების შემდეგ Top 14-ის ორგანიზატორებმა ქართველი მორაგბე სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს, დღეს კი Instagram-გვერდზე გამოკითხვას ატარებენ, სადაც ტურის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოვლინდეს.

ნინიაშვილთან ერთად გამოკითხვაში მონაწილეობას არტურ იტურია და ანჟე კაპუოზოც იღებენ, ქართველ გულშემატკივარს კი ხმის მიცემა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლია - მიეცი ხმა.

საგულისხმოა, რომ ქართველ მორაგბეს Top 14-ის საწყის 4 ტურში უკვე 3 ლელო აქვს დადებული და ამით, ის მთელ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები