„ის უკვე გმირია როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის“ - Eldesmarque მამარდაზე
ცნობილი ესპანური სააგენტო, Eldesmarque გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და ქართველ მეკარეს როგორც „ვალენსიის“, ისე საქართველოს ნაკრების გმირად მოიხსენიებს.
რა წერია სტატიაში:
გიორგი მამარდაშვილმა ნელ-ნელა საქართველოს ნაკრებშიც დაიმსახურა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი. „ვალენსიას“ ახალგაზრდა მეკარემ ბრწყინვალედ შეძლო ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა და თავისი ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მაკედონიის წინააღმდეგ, ვალენსიელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა შეძლო, ის შეხვედრა კი საქართველომ 2:0 მოიგო.
ერთა ლიგის C ჯგუფის მე-5 ტურში, მაკედონიის დამარცხების შემდეგ, მამარდაშვილის ნაკრები უფრო მაღალ ლიგაშიც დაწინაურდა და მომდევნო სეზონიდან უფრო მაღალი დონის გუნდებთან ითამაშებს. ქართველმა მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი კლუბის მერე ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა. ქართული კედელი დიდი ნახტომებით იზრდება და ის უკვე გმირია.
Once Ideal de 5ª Jornada #NationsLeague ????
— José David López (@josedavidlopez_) September 25, 2022
- Ojo, sigue a tope #Mamardashvili, ganándose ya titularidad con Georgia, una de las más ascendentes del momento
- Incontestables DeBruyne-Mitrovic-Dalot
- Ya avisé del potencial de Dovbyk, una masa tremenda para la nueva Ucrania pic.twitter.com/4bCdEzvsPr
შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. 21 წლის მეკარემ აღნიშნულ მატჩში 6 სეივი შემოგვთავაზა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის დასკვნით შეხვედრას სტუმრად გიბრალტართან გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს.