ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„მეტი ყურადღებით და მოტივაციით ვითამაშებთ" - ზურიკო გიბრალტართან მატჩზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა გიბრალტართან გასამართ მატჩზე ისაუბრა. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება და „ბორდოს“ შემტევი ვარაუდობს, რომ მის გუნდს მარტივი გასვლა არ ექნება.

„საკმაოდ წარმატებული წელი იყო ნაკრებისთვის. დაგვრჩა ბოლო ოფიციალური თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა, ხელოვნურ სტადიონზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ძლიერია, გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“ - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე
„ძალიან ძლიერია, გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“ - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე