შოთა არველაძე
Aa
Aa

„მის მომავალს მომდევნო 10 დღე განსაზღვრავს“ - ბრიტანული გამოცემა არველაძეზე

Hulldailymail-მა „ჰალ სიტის“ ქართველ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს სტატია მიუძღვნა და მის მომავალზე ილაპარაკა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, არველაძისთვის მომდევნო 10 დღე გადამწყვეტი იქნება და წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.

„ლუტონთან და უიგანთან გასამართი შეხვედრები არველაძის მომავალს განსაზღვრავს. ორივეს მოგების შემთხვევაში, დიდი შანსია, გუნდში დარჩეს, ხოლო თუ ორივე წააგო, სავარაუდოდ, ემქეიემ სთედიუმზე მისი თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდება. ვეფხვების ხელმძღვანელთათვის შედეგზე მნიშვნელოვანი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშია. წაგება ამ სპორტის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ აჯუნ ილიჯალი იმაზე ნერვიულობს, რომ არველაძის ბიჭები გამარჯვების სურვილს არ ავლენენ და კაპიტულაციაზე ხელს აწერენ.

არველაძის დრო ჯერ არ დასრულებულა. სუონსისთან მატჩის შემდეგ, იგი ილიჯალის შეხვდა და ელოდებოდა, რომ სამსახურს დაკარგავდა, თუმცა მისდა გასაკვირად, არ გაათავისუფლეს. მან მეორე შანსი მიიღო და მომდევნო ორ შეხვედრამდე, მის მიერ გატარებულ ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა ექნება. არველაძის ბიჭებმა დასვენების დღეები მიიღეს და გუნდში მალე დაბრუნდებიან. თუ ისინი თავიანთ მთავარ მწვრთნელს მხარს უჭერენ, ეს თამაშით უნდა დაამტკიცონ, თუ მის გვერდით არ არიან, ეს აშკარა იქნება“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, „ჰალს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-20 ადგილზე იმყოფება. „ვეფხვები“ მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ლუტონს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 13 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „მერაბი ბულდოზერია, ის უბრალოდ არ იღლება“
ალჯო: „მერაბი ბულდოზერია, ის უბრალოდ არ იღლება“