თურქეთი ფარერებთან დამარცხდა - იდეალური შანსი საქართველოს
ერთა ლიგის ბოლო ტურში თურქეთი ფარერებს ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შედეგი კი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პლეი-ოფი ახლოვდება, სადაც ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება, ხოლო შემდეგ ფინალი. გამარჯვებული კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ამ მომენტისთვის, საქართველო 13 ქულით ოთხ პირველ ადგილოსან ნაკრებს შორის მოწინავე პოზიციაზეა და ბოლო ტურში გიბრალტარის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალი, სადაც დიდი ალბათობით „ჯვაროსნები" ყაზახეთს შეხვდებიან საქართველოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა მეხუთე ტურის მატჩი კვიპროსთან დათმო და საქართველო მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული. ამ მომენტისთვის, ევრო 2004-ის ჩემპიონს 12 ქულა აქვს და 1 მატჩი აქვს რეზერვში. საქართველოს კი 13 და ასევე 1 შეხვედრა აქვს დარჩენილი. თუ საბერძნეთი ბოლო ტურში ჩრდ.ირლანდიასთან წააგებს, ნახევარფინალში სანიოლის შეგირდები სწორედ საბერძნეთს შეხვდებიან.
რაც შეეხება ყაზახეთს, ედივის გაწვრთნილმა ნაკრებმა 6 ტურში 13 ქულას მოუყარა თავი, თუმცა ბურთების ცუდი შეფარდების გამო ოთხ პირველ ადგილოსანს შორის საუკეთესოსთვის ვერცერთ ვარიანტში ვეღარ იბრძოლებს.
მაშ ასე, გიბრალტარის დამარცხების შემთხვევაში, "ჯვაროსნები" ნახევარფინალურ მატჩს საქართველოში გამართავენ, ხოლო სანიოლის ნაკრები აღნიშნულ ბარიერას დაძლევს ფინალში ითამაშებს. თუ სად ჩატარდება ფინალური შეხვედრა ამას კენჭისყრა გაარკვევს.