ნაპოლი, ნიცა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ფრანგული მედია: “კვარაცხელია ნიცაში? ეს თავისუფლად იყო შესაძლებელი“

იქამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებდა, ქართველი ფეხბურთელით უამრავი გუნდი ინტერესდებოდა.

დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „კვარა“ „რუბინის“ ღირსებას იცავდა, ვრცელდებოდა ხმები, რომ მისი გადაბირება „ტოტენჰემს“, „ვილიარეალს“, „აიაქსს“ და სხვა ძლიერ გუნდებს სურდათ. საბოლოოდ „ჯვაროსნების“ შემტევი „ნაპოლის“ საკუთრება გახდა.

ფრანგული გამოცემა Sport.fr კვარაცხელიასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ხვიჩა შესაძლოა „ნიცაში“ აღმოჩენილიყო.

რას წერს Sport.fr?

„კვარადონა „ნიცაში“? ეს ოცნებას ჰგავს არა? ამ ზაფხულს ეს ოცნება შესაძლოა ამხდარიყო. ჭექა-ქუხულივით დაწყებული სეზონის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ში ან ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა. მაშინ, როდესაც 21 წლის ქართველი საოცარ სპექტაკლებს დგამს, თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ ის ზაფხულში საფრანგეთში დაშვებულიყო.“

აღნიშნული წყარო, ამ ფაქტის გასამყარებლად ჟურნალისტ ვინსენტ მენშინის ინტერვიუთი ამყარებს, რომელმაც აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა.

ვინსენტ მენშინი:

„კვარაცხელია გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნიცას“ მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც ჟულიენ ფურნიემ თანამდებობა დატოვა. ხვიჩა ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და „ნაპოლიმ“ ის მხოლოდ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მისი სეზონის დასაწყისი შესანიშნავია. „ლივერპულის“ წინააღმდეგ დიდებული იყო. სერია ა-ს 7 თამაშში 4 გოლი დაუგროვდა. ამ ფაქტმა კი ნათლად გამოჩინა, თუ რა არეულობა იყო ზაფხულში „ნიცაში“. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც „ნიცამ“ დაკარგა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინის და ფერნანდეშის გვერდით - “მამარდა“ ერთა ლიგის ტურის სიმბოლურში
დე ბრუინის და ფერნანდეშის გვერდით - “მამარდა“ ერთა ლიგის ტურის სიმბოლურში