“ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გაანათა“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობას მოყვა, ხოლო მეორე თავად „ნაპოლის“ შემტევმა გაიტანა.
იტალიური გამოცემა persemprenapoli.it „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებზე და ხვიჩას თამაშზე წერს.
persemprenapoli.it:
„ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაანათა. მდიდრული თამაში ნეაპოლიტანელი გარემარბისგან. მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა, ხოლო შემდეგ თავად დასვა წერტილი.
გამარჯვება, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა B ლიგაში საგზურს იძლევა, სადაც ინგლისის ნაკრები დაქვეითდა. ჩრდ.მაკედონიის დამარცხებამ საქართველოს საკუთარი ჯგუფის მოგების გარანტია მისცა და ამ ფაქტმა შესაძლოა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცეს, რათა სერია ა-ს მორიგი ტურისთვის უკეთესად მოემზადოს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ნაპოლი“ სერია ა-ს ლიდერობს და მომდევნო ტურში სპალეტის გუნდი „ტორინოს“ ხვდება. აღნიშნული დაპირისპირება „პარტენოპეისთვის“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ შეხვედრა პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.