დე ბრუინის და ფერნანდეშის გვერდით - “მამარდა“ ერთა ლიგის ტურის სიმბოლურში
საფეხბურთო სამყაროში ახლა ერთა ლიგის დროა. საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.
„ჯვაროსნების“ მხრიდან გამორჩეული გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა შეხვედრის დასრულების შემდეგ საუკეთესო შეფასება მიიღო.
მაგალითად გამოცემა SofaScore-მა მას 8.6 ქულა დაუწერა, რაც ერთა ლიგის მე-5 ტურში, მეკარეებს შორის საუკეთესო შეფასებაა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ „ვალენსიას“ კარის დარაჯი აღნიშნული გამოცემის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.
სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მამარდაშვილი, დალო, აკანჯი, ბანცუ, რობერჯი, იგნატენკო, დე ბრუინი, ფერნანდეში, დოვბიკი, მიტროვიჩი, სტეფანოვი.
View this post on Instagram